August 18, 2009

ტესტები, ტესტები და კიდევ ერთხელ ტესტები


ორი კვირაა წიგნებიდან თავი თითქმის არ ამიღია. ერთთვეში Toefl და Gmat მაქვს ჩასაბარებელი და ვაკლავ თავს ტესტებს და textbook-ებს. არადა ორი კვირის წინ ცამოვედი და იმდენი რაღაცის დათვალიერება მინდა. საღამოობით კი გავდივარ ხოლმე, მაგრამ მაინც ძნელია 7 წუთის ფეხით სავალზე პატარა წყნარი პლიაჟი რომ გაქვს, ნახევარი საათის სავალზე კიდევ უზარმაზარი, ხალხმრავალი სანაპირო+უამრავი გასართობ დასათვალიერებელი და მე კიდევ ვზივარ და ვითვლი ლითონის სხვადახვა შემადგენლობის მქონდე ორი შენადნობის ნაერთში, თითოეული ლითონის რამდენ პროცენტიანი შემცველობაა და +ათასი მსავსი ბოდიალი. მათემატიკა კი ბავშვობიდან მიყვარდა და მხალისებოდა ამოცანების ამოხსნა, მაგრამ ამ მომენტში გასაკვირია და ნამდვილად არ მისწორება.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ”ბედნიერებისა” ხასიათს არ ვიფუჭებ და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ რამოდენიმე თვეში ჩავაბარებ და ოდნავ ამოვისუნთქებ. (იქ მეტი სამეცადინო არ მელოდებოდეს თითქოს)
მეცადინეობის პარალელურად ველოდები პირადი ნომრის აქაურ ანალოგს, რომ მართვის მოწმობა ავიღო. (თუმცა თეორიის სწავლას რაღა თქმა უნდა ბოლო მომენტისთვის ვდებ).
ისე რა ამბავია ამ უბრალო ნომრისთვის თვენახევარი ცდა?! არადა მაგის გარეშე საჭესთანაც არ შეიძლება დაჯდე რომ ტარება ვისწავლო.


1 comments:

vasasi said...

აუ, მე კიდევ, თეორია ვიცი და პრაქტიკა არა..
ტარება არ ვიცი და არც მასწავლიან და უკიდეგანოდ მწყდება გული... :(


მინდა მართვის მოწმობა, მინდა მინდა მინდა მინდააააააააააააააააააააააააააააა!


:ისტერიკულიტირილისსმაილი:

Post a Comment